ჩაის საერთაშორისო დღე 2023/ International Tea Day 2023
„ასოციაცია საქართველოს საზოგადოების“ და „ქართულ-ჩინური ჩაის ცენტრის“ სახელით, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ
„ჩაის საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, მთელს მსოფლიოში აღინიშნება ყოველი წლის 21 მაისს.
ჩაის საერთაშორისო დღის ღონისძიებაზე, წარმოდგენილი და ნაჩვენები იქნება ჩინური ჩაის კულტურა, სერვიზები, აქსესუარები, ტრადიციები, ჩაის მომზადების ცერემონიები, ჩაის დეგუსტაციის წესები. ღონისძიებაზე შეგეძლებათ დააგემოვნოთ რამდენიმე სახეობის ქართული და ჩინური უმაღლესი ხარისხის ჩაი.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან: საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ჩაის ოსტატები, მოყვარულები, მწარმოებლები, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩაის მწარმოებელი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, ტურისტული ორგანიზაციები.
ღონისძიება ტარდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია საქართველოს საზოგადოების“ და „ქართულ-ჩინური ჩაის ცენტრის“ ორგანიზებით.
დასწრება და მონაწილეობა არის თავისუფალი.
მისამართი: ქ. ყვარელი, ქალაქის შესასვლელში მდებარე პარკი. ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე და დასრულება 18:00 საათზე.
ღრმა პატივისცემით,
ასოციაცია საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი,
ქართულ – ჩინური ჩაის ცენტრის დირექტორი,
ჩაის მსოფლიო კომიტეტის წევრი,
ჩაის კულტურის პოპულარიზაციის საერთაშორისო ელჩი,
გიორგი გიორგაშვილი
მობ: 595 59 08 49
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.ags.ge 15.05.2023წ.