2024, წლის, 21 მაისს, „ასოციაცია საქართველოს საზოგადოების“ პრეზიდენტის და „ქართულ-ჩინური ჩაის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი გიორგაშვილის ორგანიზებით, საქართველოში, თბილისში, სასტუმრო „ბესტ ვესთერშნი“, აღინიშნა „ჩაის საერთაშორისო დღე“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად 21 მაისს აღინიშნება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნ ჭოუ ციენი, კონსული ბ-ნ ლი ჯაო , შვედეთის კონსული, ქ-ნ ევა ათერლოვ ფრისელი, სხვადასხვა ქართული, უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩაის მოყვარულები.
სტუმრებს, ასევე სიტყვით მიმართა ჩინეთის ელჩმა, ბ-ნ ჭოუ ციენმა და ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და მეგობრობაზე.
წარმოდგენილი და ნაჩვენები იყო, საქართველოში, ჩაის კულტურის ისტორია, ჩინური ჩაის კულტურა და მისი ტრადიციები.
დამსწრეებმა დააგემოვნეს, უგემრიელესი ქართული და ჩინური ჩაები. ღონისძიება უფრო მეტად დაამშვენა და გაალამაზა თავისი სიმღერით, საქართველოს უნიჭიერესმა მომღერალმა, ნინო ბაშარულმა.
ღონისძიების პარტნიორი გახლდათ სასტუმრო ბესთ ვესთერნი.
ყველას გვინდა, გადავუხადოთ დიდი მადლობა, მობრძანებისა და მხარდაჭერისათვის.
პატივისცემით,
ასოციაცია საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი,
ქართულ – ჩინური ჩაის ცენტრის დირექტორი,
ჩაის მსოფლიო კომიტეტის წევრი,
ჩაის კულტურის პოპულარიზაციის საერთაშორისო ელჩი,
გიორგი გიორგაშვილი