მე და ჩემს თანამოაზრეებს მიგვაჩნია, რომ დღეს ქართველი ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობასა და პირობებში იმყოფება. მათ გვერდში დგომა და დახმარების აღმოჩენა სჭირდებათ. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ასოციაცია საქართველოს საზოგადოება, რომელიც ჩვენს ხალხს მხარში დაუდგება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ პრობლემები შეძლებისდაგვარად გადაუწყვიტოს და გააბედნიეროს. ჩვენს პრობლემებს ვერავინ გადაჭრის ჩვენს გარდა, რაც ჩვენი გასაკეთებელია ჩვენვე უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, ჩვენ ყველას Gგთხოვთ საზოგადოების ნებისმიერ წევრს, დიდსა თუ პატარას ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, გავაერთიანოთ ჩვენი შესაძლებლობები, ძალები, გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება და ყველა პრობლემას დავძლევთ. ყოველთვის არსებობს პრობლემის გადაჭრის გზა, მაშინაც კი როდესაც მას ვერ ხედავ.
შენს მიერ გაცემული ერთი თეთრი და ერთი ნაჭერი პურიც კი შვებაა იმ ადამიანისთვის, რომელიც უმწეოა და დახმარებას მოელის იმ საზოგადოებისაგან რომელსაც შენ, მე, ის და ყოველი ჩვენგანი ქმნის. ყველამ გავცეთ და გავკაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებს აღემატება იმისათვის რომ სხვებიც გავაბედნიეროთ და ჩვენც ბედნიერები ვიყოთ. შენ თუ ხარ ღირსეული ადამიანი ვერ იქნები ბედნიერი, მაშინ როდესაც ხედავ ამდენ უმწეოს, მიუსაფარს, ხელგამოწვდილ ადამიანებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, უსამრთლობას ხალხის მიმართ, რომელთაც დაცვა სჭირდებათ, ახალგაზრდობას, რომელთაც განათლების მიღება და ნორმალური ცხოვრება სურთ, ასაკოვან ხალხს რომელთაც ხელის გაწვდომა, პატივისცემა და დაფასება სჭირდებათ. შენ თუ ხარ ბედნიერი და უზრუნველყოფილი ყველაფრით ამ ცხოვრებაში სხვასაც გაუზიარე ეს და შენი ბედნიერება მარადიული იქნება. მაშინ ხარ ძლიერი, როდესაც შენი სიძლიერით სხვასაც აძლიერებ. შენი ერთი სიტყვა, შენი ერთი გაღიმება და ერთი თეთრი იმხელა შვებაა იმათთვის ვისაც ეს სჭირდებათ, რომ ვერც წარმოიდგენთ.
გავაერთიანოთ ჩვენი შესაძლებლობები და ძალები, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ამით შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ხალხს ამ მძიმე პერიოდში.
დარწმუნებულები ვართ ამ საზოგადოებრივ მოწოდებას ბევრი კეთილშობილი ადამიანი გამოეხმაურება და ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ ერთიან და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ერთიანი და ძლიერი ქვეყნის საწინდარია.
ასოციაციის პრეზიდენტი:
გიორგი გიორგაშვილი