ასოციაცია საქართველოს საზოგადოებამ გახსნა პირველი ფილიალი სოფ. სართიჭალაში
ასოციაცია საქართველოს საზოგადოება აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას . დღეს, 2010 წლის 30 სექტემბერს, ასოციაციამ გახსნა თავისი პირველი ფილიალი ქვემო ქართლის რეგიონის სოფ. სართიჭალაში. ფილიალი იმოქმედებს ასოციაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და აქტიურად ჩაერთვება ასოციაციის მიზნების განხორციელებაში. ფილიალის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სართიჭალის I საჯარო სკოლის მოსწავლე ახალგაზრდები და სოფ. სართიჭალის მოსახლეობა.
სოფ. სართიჭალის I საჯარო სკოლაში ფილიალი უკვე ახორციელებს 2 პროექტს: 1. სპორტსტადიონის მოწყობა და 2. მხიარული თამაშები. იგეგმება კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება.
ასოციაცია საქართველოს საზოგადოება დიდ მადლობას უხდის სოფ. სართიჭალის I საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ირინა მაისურაძეს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და სოფ. სართიჭალას თანადგომისთვის და თანამშრომლობისთვის. ვიმედოვნებთ, კიდევ ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია ითანამშრომლებს ასოციაცია საქართველოს საზოგადოებასთან და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით საქართველოს ერთიან და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას.