არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია საქართველოს საზოგადოება“-მ, 2011 წლის იანვარში შექმნა „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი”, რომელიც ხელს უწყობს და ეხმარება სტუდენტებს, სოფლის მეურნეობის შესწავლით დაინტერესებულ პირებს, გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიიღონ იქ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის განვითარების და აგრო მენეჯმენტის სფეროში. 2012 წელს შერჩეულ იქნა 7 საუკეთესო სტუდენტი, რომლებიც 2013 წლის 21 მარტს გაემგზავრნენ ამერიკაში 1 წლით. ისინი შეისწავლიან სოფლის მეურნეობას და მასში არსებულ ახალ ტექნოლოგიებს. მომავალი წლიდან კიდევ ვფიქრობთ ამ პროგრამის გაფართოებას და ათეული დაინტერესებული პირის და სტუდენტის დახმარებას და ხელშეწყობას, რათა მათ გაიარონ გადამზადება ამერიკაში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავიაანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. 2013 წლის სექტემბერში იწყება, ამ პროგრამით დაინტერესებული პირების აპლიკაციების მიღება, რომლებიც შეირჩევიან და 2014 წლის მარტში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში..