სოციალურ ანტეპრენუერთა ცენტრი
ამ ცენტრის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია ინოვაციური იდეები და პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში სიღარიბის დაძლევას, ეკონომიკის განვითარებას და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
დღეს თემში, სოფელში, ქალაქში, რაიონში და ზოგადად ქვეყანაში არსებობს ბევრი სოციალური, ეკონომიკური პრობლემა. არის ბევრი დაუსაქმებელი ადამიანი, აღსადგენი და ასაშენებლი ბევრი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტი, ჩამოსაყალიბებელი ისეთი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავის თავზე აიღებს და იგრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თავისი ქვეყნის და ხალხის წინაშე გააჩნია. ბევრი წელი გავიდა და დავინახეთ და კიდევ ვხედავთ, რომ მარტო სახელმწიფო ბიუჯეტის და პოლიტიკოსების იმედად არ უნდა ვიყოთ, ისინი დამოუკიდებლად ჩვენს გარეშე ბევრს ვერაფერს გააკეთებენ. ჩვენც უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნის განვითარებაში და აღმშენებლობაში.
ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა „ სოციალურ ანტეპრენუერთა ცენტრი“ , რომელშიც გაწევრიანდებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ ხედვა, გამოცდილება, უნარ-ჩვევები და საშუალება გადაჭრან დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები არა დამოუკიდებლად ცალკე, არამედ მოქალაქეებთან, ბიზნესებთან, ადგილობრივ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად.
ამ ცენტრში გაწევრიანება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს ხედვა, გააჩნია პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების უნარი და სჯერა თავისი ქვეყნის განვითარების და წარმატების. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი ასეთი ადამიანი, მოსწავლე, სტუდენტი, გამომგონებელი , ინოვატორი, პროფესიონალი, ბიზნსესმენი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ქველმოქმედი ადამიანი არსებობს.
21-ე საუკუნე არის სწორედ იმ ადამიანების, ვისაც გააჩნია ხედვა და შესაძლებლობა გადაჭრას მის გარშემო არსებული სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები.
თუ ამ განცხადებას კითხულობ ახლა და თვლი რომ ერთ-ერთი მათგანი ხარ, მაშინ დაგვიკავშირდი, შენ ის ადამიანი ხარ, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია ელოდება.
პატივისცემით,
ასოციაცია საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი
გიორგი გიორგაშვილი
9.10.2015.