exchange programs and activities
სტუდენტების, სოციალური მეწარმეების და ახლაგაზრდა ფერმერების სასწავლო-სამუშაო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ასოციაცია საქართველოს საზოგადოების „სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი“ უკვე 3 წელია ახორციელებს გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მოქმედი და წარმატებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მრავალეროვანი გაცვლითი პროგრამები მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებასთან“ ერთად. ამ ხნის განმავლობაში ამერიკაში გაირა გადამზადება 10 სტუდენტმა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულმა პირმა.
დღეს კიდევ ერთხელ ვაცხადებთ კონკურსს და განაცხადების მიღებას 2016-2017 წლებისთვის აგრალური,ბიზნეს და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტების და აგრალური განათლების მქონე ახლაგაზრდა ფერმერებისათვის, ანაზღაურებადი სასწავლო-სამუშაო პროგრამისათვის კალიფორნიაში, ნიუ-ორკში და სხვადასხვა შტატებში.
პროგრამის სახელწოდებაა: Certificate in Applied Agroecology Program (CAAP)
პროგრამის ღირებულება: CAAP fee $1850USD.
ყველაზე მოტივირებულ და კვალიფიციურ კანდიდატებს მიეცემათ გრანტი ორგანიზაციისაგან. დაფინანსება მიეცემა შერჩეული კანდიდატებიდან მაქსიმუმ 2 ადამიანს.
სტაჟირების ხანგრძლივობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 3- დან 12 თვემდეა.
ძირითადი მიმართულებები:
სოფლის მეურნეობა,აგრო მენეჯმენტი, მარკეტინგი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება-მართვა, სასათბურე მეურნეობა, მებოსტნეობა-მებაღეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა და მემარცვლეობა.
პროგრამა ითვალისწინებს 3-დ ან 12 თვემდე სასწავლო-სამუშაო პრაქტიკებს სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციაში, სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაწესებულებაში, ფერმაში და საოჯახო მეურნეობაში . სტაჟირება არის ანაზღაურებადი. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
პროგრამა ხორციელდება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილის მიერ თვითდაფინანსებით. პროგრამის განმავლობაში სტაჟიორი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით ან საკვებით და ხელფასით, საგანმანათლებლო ლიტერატურით.
ძირითადი მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა იცოდეს ინგლისური მინიმუმ სასაუბრო დონეზე. კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა იყოს ზემოჩამოთვლილი ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის კურსის სტუდენტი;
უპირატესობა მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დარგებში პრაქტიკული გამოცდილების სტუდენტებს, ახალგაზრდა ფერმერებს და მკვლევარებს.
სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. სასურველია მართვის მოწმობის ფლობა.
უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი მოტივაციის და მყარი ფინანსური პირობების მქონე 35 წლამდე კონკურსანტებს.
წარმოსადგენი დოკუმენტები ქართულად და ინგლისურად:
ავტობიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი;
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 31 ოქტომბერი. ნოემბერში მოხდება კანდიდატების შერჩევა, ხოლო დეკემბრიდან დაიწყება ვიზის მისაღებად საჭირო საბუთების შეგროვება და მომზადება.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ზემოჩამოთვლილი დოკუმენტები ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: [email protected] პროგრამაზე რეგისტრაციის ღირებულება არის 50 დოლარი.
BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR
Beneficiary: ASSOCIATION GEORGIA SOCIETY ; Account: 941888500
Intermediary Bank Citibank N.A . , NEW York , USA
SWIFT: CITIUS33 ; Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. კონკურსში მონაწილეთა შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება და მოწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობა.
იხილეთ ვებ-გვერდი: WWW.AGS.GE დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected] ან [email protected]
.

Similar Posts